პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 10 პირი

Published:

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის, აჭარისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 10 პირი.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე დაკავებული არიან: 1984 წელს დაბადებული შ.ბ., 1996 წელს დაბადებული ო.ბ., 1990 წელს დაბადებული გ.კ., წარსულში ნასამართლევი პირები: 1993 წელს დაბადებული ა.გ., 1980 წელს დაბადებული თ.წ., 1997 წელს დაბადებული გ.შ., 1981 წელს დაბადებული მ.ხ. და უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1998 წელს დაბადებული ს.ე., 1998 წელს დაბადებული ს.ა., და 2005 წელს დაბადებული ე.ქ.

დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების დაავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს – პისტოლეტები, რევოლვერები, სანადირო თოფი, მჭიდები და ვაზნები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და ნაწილებით მიმდინარეობს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img