საინფორმაციო ცენტრი NATO-სა და ევროკავშირის შესახებ უქმდება. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ცენტრის თანამშრომელი თემო სუყაშვილი ავრცელებს.
სუყაშვილი ცენტრის დირექტორის წერილს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ იგეგმება ცენტრის ლიკვიდაცია 1-ლი ივლისიდან.
“საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ქალბატონი ხათუნა თორთლაძის 2025 წლის 25 მაისის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, გაცნობებთ, რომ 2025 წლის პირველი ივლისიდან იგეგმება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინფორმაციო ცენტრის – ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ლიკვიდაცია.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ერთი თვით ადრე გაფრთხილებთ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ” – წერია დოკუმენტში, რომელსაც ხელს დირექტორი თამარა წულეისკირი აწერს.