ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყალთან შუახნის მამაკაცი, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მდინარესთან, საკუთარ ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილეს.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ ორი მუხლით – 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.