კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე დღეს დაკავების შემდეგ პირველად გამოჩნდა სასამართლოზე. საქმეს ჯვებე ნაჭყებია განიხილავდა, თუმცა მან ზურა ჯაფარიძეს განცხადების გაკეთების საშუალება არ მისცა.
ზურა გირჩი ჯაფარიძის პირველი გზავნილი წერილობითი ფორმით მისმა თანამებრძოლებმა გაავრცელეს. ჯაფარიძე გზავნილში შედარებას აკეთებს რუსეთსა და საქართველოში არსებულ მდგომარეობას შორის:
“ეს არ არის ომი. ეს არის სპეციალური სამხედრო ოპერაცია. ვინც ამას ომს დაუძახებთ, დაგსჯით” – პუტინის შნირები რუსეთში, 2022 წელი.
“ჩვენ არ ვართ არალეგიტიმური. ჩვენ ვართ ლეგიტიმური. ვინც ჩვენ არალეგიტიმურს დაგვიძახებთ, დაგსჯით” – პუტინის შნირები საქართველოში, 2025 წელი” – წერია ზურა ჯაფარიძის გზავნილში.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 22 მაისს, სასამართლოს დარბაზში მას შემდეგ დააკავეს, რაც კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული გირაო არ გადაიხადა. ამავე ბრალდებით დააკავეს მანამდე ირაკლი ოქრუაშვილი, შემდეგ კი ნიკა მელია.