რუსებმა ჩერნიგოვს დრონებით შეუტიეს, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ბავშვი

Published:

რუსებმა უკრაინის ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ პრილუკიზე დრონებით შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი წლის ბავშვი, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„წინასწარი ინფორმაციით, ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ქალი და ერთი წლის ბავშვი, რომლებიც ნანგრევების ქვეშ იპოვეს“, – განაცხადა ჩერნიგოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ჩაუსმა.

მისივე თქმით, დაჭრილია 6 ადამიანი რომლებიც ადგილობრივ საავადმყოფოებში არიან ჰოსპიტალიზებული, სადაც ისინი ყველა საჭირო დახმარებას იღებენ.

ვიაჩესლავ ჩაუსის ინფორმაციით, თავდასხმის ადგილებში პოლიცია, მაშველები და საგანგებო სიტუაციების სხვა სამსახურები მუშაობენ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img