მერაბ დვალიშვილმა შონ ო’მალი ისევ დაამარცხა

Published:

მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი მეორედ დაიცვა – ნიუ ჯერსიში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა ამერიკის სახელით გამომსვლელი შონ ო’მალი დაამარცხა.

უცხოური გამოცემა Marca წერს, რომ მერბმა ამ გამარჯვებით 1 მილიონ დოლარამდე გამოიმუშავა, რასაც სხვადასხვა სახის ბონუსებიც დაემატება.

UFC-ს ორგანიზატორებმა მისი ასპარეზობა საღამოს საუკეთესო გამოსვლად შეფასეს და ის დამატებით 50 000 დოლარს მიიღებს.დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის (61კგ) საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა.

დვალიშვილმა ბრძოლა აქტიურად დაიწყო და მეტოქეს თავიდანვე მაღალი ტემპი შესთავაზა. 34 წლის ქართველმა შეხვედრა მესამე რაუნდში მოიგო.ორთაბრძოლას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ესწრებოდა.

ცნობისთვის, მებრძოლებს შორის პირველი დაპირისპირება 2024 წლის 15 სექტემბერს გაიმართა და აღნიშნული ბრძოლაც დვალიშვილის გამარჯვებით დასრულდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img