დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოს მიერ წარდგენილ აშშ-ის ეჩობის კანდიდფატზე თანხმობა განაცხადა.
თამარ ტალიაშვილმა ტრამპის ადმინისტრაციისგან თანხმობა სწორედ იმ დღეს მიიღო, როდესაც რობინ დანიგანი გადადგა.
თამარ ტალიაშვილი იყო თბილისის საკრებულოს წევრი და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე; 2017 წლიდან – საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი; 2018 წლიდან ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი; 2020-2022 წწ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”. 2022 წლის ოქტომბერში დაინიშნა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად.