შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე ზვიად ხარაზიშვილს („ხარება”) რომან ქარცივაძე ჩაანაცვლებს. ამის შესახებ ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთი ცვლილება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს შეეხო – აღნიშნული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე რომან ქარცივაძე დაინიშნა“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.