რუსული მხარე იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანს და სომხეთს ესმით რუსეთის შეშფოთება სამხრეთ კავკასიის რეგიონში ნატო-ს საქმიანობის შესახებ და აცნობიერებენ თანამშრომლობის გაღრმავების რისკებს ისეთ „აგრესიულ სამხედრო ბლოკთან“, როგორიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსია. ამის შესახებ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„ნატო-ს სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებისთვის კარგს არაფერს მოაქვს.
პირიქით, დასავლელების მთავარი მიზანი, როგორც ჩვენ კარგად გვესმის, რეგიონის დესტაბილიზაცია, ერთმანეთის წინააღმდეგ წაქეზება, დაძაბულობის ახალი წერტილების შექმნაა.
„ვიმედოვნებთ, რომ როგორც ბაქო, ასევე ერევანი თანაბრად გაიგებენ ჩვენს სამართლიან შეშფოთებას ამ საკითხთან დაკავშირებით და სრულად შეაფასებენ აგრესიულ სამხედრო ბლოკებთან ურთიერთქმედების გაღრმავების რისკებს“, – აღნიშნა ზახაროვამ.