მერაბ დვალიშვილი – დონალდ ტრამპთან ვახსენე საქართველო, ჩემი და ჩემი ქვეყნის პატივისცემა კიდევ ერთხელ დავუდასტურე

Published:

მერაბ დვალიშვილი საქართველოშია. UFC-ის ჩემპიონი სამშობლოში შონ ო’მალისთან გამარჯვების შემდეგ დაბრუნდა.

ქართველმა მებრძოლმა აეროპორტში მედიისთვის კომენტარი გააკეთა.

„ბედნიერი ვარ, რომ ქამარი დავიცავი. სახლში დაბრუნება ყოველთვის მიხარია. დონალდ ტრამპთან საქართველო ვახსენე. მას ჩემი და ჩემი ქვეყნის პატივისცემა კიდევ ერთხელ დავუდასტურე. მითხრა, რომ კარგი ბრძოლა იყო და ჩემი ბრძოლა მოეწონა“, – განაცხადა დვალიშვილმა.

როგორც მანამდე ქართველმა მებრძოლმა აღნიშნა, საქართველოში ერთ კვირას დარჩება, შემდეგ კი აზერბაიჯანში გაემგზავრება, სადაც UFC-ის ღონისძიებას დაესწრება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img