საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 5000 ლარით დააჯარიმეს. ჯარიმის ქვითარს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
საქართველოს პრეზიდენტს 10 აპრილს რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას ედავებიან.
“აქტივისტად მოვინათლე დღეს.
მე კი ვიდექი იქ სადაც ყველა დედა უნდა მდგარიყო – სინდისის პატიმრების დედების გვერდში!”- წერს სალომე ზურაბიშვილი.