აშშ-მა რუსეთთან საელჩოების მუშაობის ნორმალიზების საკითხებზე დაგეგმილი კონსულტაციები გააუქმა , – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
მარია ზახაროვას განცხადებით, აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციებს შორის დაგეგმილი შეხვედრა ამერიკული მხარის ინიციატივით გაუქმდა.
„დღევანდელი მდგომარეობით, მორიგი შეხვედრა, რომელიც ორი ქვეყნის დიპლომატიური მისიების მუშაობის ნორმალიზების მიზნით „გამაღიზიანებელი ფაქტორების“ აღმოფხვრის შესახებ ორმხრივი კონსულტაციების ფარგლებში იგეგმებოდა, ამერიკელი მომლაპარაკებლების ინიციატივით გაუქმდა“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა იმედი გამოთქვა, რომ ამერიკული მხარის მიერ „დაწესებული პაუზა დიდხანს არ გაგრძელდება“.