რომის პაპი – ეკლესიის გული ტყდება საომარი ადგილებიდან გამოსული ხმაურით

Published:

 

ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებზე ისაუბრა რომის პაპმა. ლეონ მე-14 მოუწოდებს ყველა დაპირისპირებულ მხარეს, არჩევანი მშვიდობაზე გააკეთონ და თავი აარიდონ ძლიერი სამხედრო ტექნიკის გამოყენებას. “მშვიდობით არაფერი იკარგება, ომით კი შეიძლება ყველაფერი დაიკარგოს” ამბობს პონტიფიკოსი.

“ეკლესიის გული ტყდება საომარი ადგილებიდან გამოსული ხმაურით, განსაკუთრებით უკრაინიდან, ირანიდან, ისრაელიდან და ღაზადან გამოსული ყვირილით. ჩვენ არ უნდა შევეჩვიოთ ომს. პირიქით, ჩვენ უნდა უარვყოთ ცდუნება, ძლიერი და დახვეწილი იარაღის მომხიბვლელობისა. რადგან დღევანდელ ომში ყველა სახის სამეცნიერო იარაღი გამოიყენება, მისი სისასტიკე მებრძოლებს წარსულზე გაცილებით დიდ ბარბაროსობამდე მიჰყავს. ამიტომ, ადამიანური ღირსებისა და საერთაშორისო სამართლის სახელით, პასუხისმგებელ პირებს ვუმეორებ იმას, რასაც პაპი ფრანცისკე ამბობდა: ომი ყოველთვის დამარცხებაა და როგორც პიუს XII ამბობდა, მშვიდობით არაფერი იკარგება. ხოლო ომით ყველაფერი შეიძლება დაიკარგოს”, – აცხადებს რომის პაპი ლეო XIV.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img