რუსეთი აშშ-ს აფრთხილებს ისრაელისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევისა და „სპეკულაციური განცხადებებისაგან“ თავი შეიკავოს .
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
აშშ მუდმივად ყველა პროცესის წინა რიგშია და იმის თქმა, რომ ისინი აქამდე არ ჩარეულან, მაგრამ ახლა ჩაერევიან, ჩემი აზრით, არასწორი იქნებოდა”.
ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში აშშ-ის შესაძლო ჩარევის შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად, რიაბკოვმა განაცხადა: „შეერთებული შტატები მუდმივად ყველა პროცესის წინა ხაზზეა და თუ ვიტყვით, რომ ისინი ადრე არ ერეოდნენ, ახლა, ვფიქრობ, შეცდებიან“.
„სხვა საკითხია, თუ როგორ უყურებენ ისინი ისრაელისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევასთან დაკავშირებულ სიტუაციას.“
ჩვენ ვაშინგტონს ვაფრთხილებთ ასეთი, თუნდაც სპეკულაციური, თეორიული ვარიანტებისაგან. ეს იქნებოდა ნაბიჯი, რომელიც მთელი სიტუაციის რადიკალურ დესტაბილიზაციას გამოიწვევს“, – განაცხადა რიაბკოვმა.