ხაშურში, სოფელ ზემო ოსიაურში მკვლელობა მოხდა
გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია შუახნის კაცი. მკვლელობა ცივი იარაღით მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.