ევროპარლამენტმა მზია ამაღლობელის საქმესა და მედიის თავისუფლებაზე რეზოლუცია დაამტკიცა – დოკუმენტს 324-მა ევროდეპუტატმა დაუჭირა მხარი, 25 წიმააღმდეგი წავიდა.
რეზოლუცია გმობს მზია ამაღლობელის დაპატიმრებასა და დევნას და მოითხოვს “ნეტგაზეთისა” და ბათუმელების” დამფუძნებლის დაუყოვნებელ და უპირობო გათავისუფლებას.
ევროპარლამენტარები ტყვეობაში მყოფი ჟურნალისტისთვის ყველა ბრალდების მოხსნას ითხოვენ.
ევროპარლამენტარები ასევე მოითხოვენ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, როგორიცაა აქტივისტი მათე დევიძე, ოპოზიციის ლიდერები: ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.