გურამ თუშიშვილმა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა და ფინალში იჭიდავებს​ 

Published:

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ფინალში იჭიდავებს – ქართველმა მძიმეწონოსანმა ფინალში გასასვლელ დაპირისპირებაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, კორეელი კიმი დამატებით დროში იპონით დაამარცხა. ოქროს მედლისთვის გურამის მეტოქე ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ინალ ტასოევი იქნება.

ფინალური ბლოკი 20:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია: ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ლუკა მაისურაძე (90კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img