საქართველოში ირანის ელჩი აცხადებს, რომ სახმელეთო საზღვრები ღიაა და მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ ირანის ტერიტორიის დატოვება

Published:

ყველა სახმელეთო საზღვარი ღიაა და ყველა მოქალაქეს თავისუფლად შეუძლია, დატოვოს ირანის ისლამური რესპუბლიკა, – ამის შესახებ საქართველოში ირანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მაჰმუდ ადიბმა მოქალაქეების ევაკუაციასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად ჟურნალისტებს განუცხადა.

ელჩის თქმით, იმ მოქალაქეებს, რომელთაც ირანის ტერიტორიის დატოვება მოუნდებათ, ირანში არსებული საელჩოები დაეხმარებიან.

„ისრაელის რეჟიმის თავდასხმამ არამხოლოდ ირანის მოქალაქეებს შეუქმნა პრობლემები, ასევე პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ იქ მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები. საუბარია როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეებზე, ასევე დიპლომატიური წარმომადგენლების თანამშრომლებზე. შესაბამისად, ჩვენ ირანში არსებულ საელჩოებს დავუკავშირდით და ვუთხარით, რომ ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც ენდომება და სურვილი ექნება, დატოვოს ირანის ტერიტორია, ჩვენ ხელს შევუწყობთ ევაკუაციაში. ყველა სახმელეთო საზღვარი ღიაა და ყველა მოქალაქეს თავისუფლად შეუძლია, დატოვოს ირანის ისლამური რესპუბლიკა“, – განაცხადა საქართველოში ირანის ელჩმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img