ვლადიმერ პუტინი – მზად ვარ ყველასთან შესახვედრად, მათ შორის ზელენსკისთან

Published:

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით მზად არის უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად, მაგრამ საკითხავია, ვინ მოაწერს ხელს დოკუმენტებს, რადგან უკრაინის ხელისუფლების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„სხვათა შორის, მე ვთქვი, რომ მზად ვარ ყველასთან შესახვედრად, მათ შორის ზელენსკისთან. თუ უკრაინის სახელმწიფო ვინმეს ენდობა მოლაპარაკებაში, ღვთის გულისათვის, დაე, ეს ზელენსკისთან იყოს. საქმე ამაში არ არის. საკითხავია ის, ვინ მოაწერს ხელს დოკუმენტებს. შეხედე, მე არაფერი მომიგონია. პროპაგანდის თვალსაზრისით, შეგიძლიათ რაც გინდათ თქვათ მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმურობაზე. მაგრამ სერიოზული საკითხების გადაჭრისას ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა პროპაგანდის კომპონენტი, არამედ სამართლებრივი. ყველა სამხედრო მეთაურს ნიშნავს პრეზიდენტი, ყველა მინისტრს ნიშნავს პრეზიდენტი და ყველა გუბერნატორს ნიშნავს პრეზიდენტი. მაგრამ თუ პირველი პირი არალეგიტიმურია, ძალაუფლების მთელი სისტემა არალეგიტიმური ხდება. რატომ ვამბობ ამას? ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ აწარმოებს მოლაპარაკებებს, თუნდაც ეს რეჟიმის ამჟამინდელი ხელმძღვანელი იყოს. შეხვედრისთვისაც კი მზად ვარ. მაგრამ თუ ეს რაღაც სახის საბოლოო ეტაპი იქნება, რათა არ დავსხდეთ და უსასრულოდ არ გავყოთ რაღაც, არამედ წერტილი დავუსვათ. მაგრამ წერტილი უნდა დასვას, ხელი უნდა მოაწეროს ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ. თორემ, ხომ იცი, შემდეგი მოვა და ყველაფერს ნაგავში გადაყრის, მაგრამ ასე არ შეიძლება, ჩვენ სერიოზულ პრობლემებს ვაგვარებთ“, – აღნიშნა პუტინმა.

მისი მტკიცებითმ, რუსეთს უკრაინასთან კონფლიქტის რაც შეიძლება სწრაფად და მშვიდობიანი გზით დასრულება სურს.

„ჩვენ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი, რომელიც არა მხოლოდ დღევანდელ კონფლიქტს დაასრულებს, არამედ შექმნის პირობებს იმისთვის, რომ მსგავსი სიტუაციები ხანგრძლივი ისტორიული პერსპექტივის განმავლობაში არ განმეორდეს“, – განაცხადა პუტინმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img