Tuesday, September 26, 2023
spot_img
მთავარირეგიონიბორჯომში ადიდებულმა მტკვარმა საყრდენ ჯებირს და გზის ნაწილს მიწა გამოაცალა

ბორჯომში ადიდებულმა მტკვარმა საყრდენ ჯებირს და გზის ნაწილს მიწა გამოაცალა

ბორჯომში, ე.წ. ახალი უბნის ქალაქთან დამაკავშირებელ გზაზე ადიდებულმა მტკვარმა საყრდენ ჯებირს და გზის ნაწილს მიწა გამოაცალა. შემთხვევა დაახლოებით 14:00 საათზე მოხდა. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.  ბორჯომის მერიის ზედამხედველობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, ზურაბ კორძაიას განცხადებით, ადგილზე უსაფრთხოების ნორმები გამკაცრებულია.

„რამდენიმე ათეული წლის წინ აშენებული ჯებირია. ახლა ვმსჯელობთ როგორ გადავწყვიტოთ პრობლემა ოპერატიულად, რომ მოსახლეობისთვის უსაფრთხო გახდეს აქ გადაადგილება. დაშავებული არავინ არის. ბუნებრივი წყალუხვობაა, რამაც მტკვრის ადიდება გამოიწვია. შედეგად, ჯებირს ძირი გამოეცალა და დაიწია გრუნტმა“,– განაცხადა ზურაბ კორძაიამ.

ადგილზე ამჟამად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებიან და ვითარებას სწავლობენ.

„ახლა შვიდ ხეს ვჭრით. ადრე შეამაგრეს ეს ტერიტორია და ჩაიყარა გრუნტი, მაგრამ წყალი მოერია. ასე ადიდებული მდინარე მტკვარი 10 წელზე მეტია არ ყოფილა“,–აცხადებენ შემთხვევის ადგილზე.

ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით,აღნიშნული ტერიტორია მტკვრის ადიდების გამო, ბოლო ორ დღეში განსაკუთრებულად საშიში გახდა. მან აღნიშნა,რომ პრობლემა რამდენიმე წელია არსებობს, თუმცა დღემდე, შესაბამისი გამაგრებითი სამუშოები არ ჩატარებულა.

„ადრეც იყო ეს ნაპრალები. შარშანაც სულ ამაზე გვქონდა საუბარი. ბზარი იყო შარშან და თითქოს გაამაგრეს და შეაკეთეს მაშინ. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ლოგიკურად კედელი უნდა  ჩაესხათ რომ გამაგრებულიყო, მაგრამ არ ჩაასხეს. სადაც ჩასხმულია კედელი, იქ არაფერია, მაგრამ სადაც არ იყო, ზუსტად ის ადგილი ჩავარდა დღეს .გუშინ, დილით გაჩნდა ვიწრო ნაპრალი. საღამოს კარგად გადიდდა და დღეს უკვე ჩავარდა. უცებ მოხდა“,–აცხადებს ადგილობრივი.

ბორჯომის მერის, ოთარ არბოლიშვილის განცხადებით, ტერიტორიას შესაბამისი სპეციალისტები შეისწავლიან, რის შემდეგაც, მტკვრის დონის კლებასთან ერთად სარეაბილიტაციო სამუშოებიც დაიწყება.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები