Wednesday, September 27, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოება2100 ბავშვი რჩება საცხოვრებელი ფართის გარეშე

2100 ბავშვი რჩება საცხოვრებელი ფართის გარეშე

კერძო მევახშეებისგან და ბანკებისგან დაზარალებული, ასობით ბავშვი გამოსახლების და საკუთრების დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას.

იპოთეკითა და კერძო მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაციამ და უფლებამდაცველმა მამისა ჯაფარაშვილმა, დღეს, აღნიშნულ თემაზე ბრიფინგი გამართეს. ასოციაციის დამფუძნებლის, გიგა წულეისკირის განცხადებით, მიმდინარე პერიოდში 2100 გამოსახლების პროცესია ჩანიშნული, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ 2100 ბავშვი რჩება საცხოვრებელი ფართის გარეშე.

„ჩვენ დიდი ხანია, აქტიურად ვმუშაობთ დაზარალებული, მოწყვლადი ჯგუფების პრობლემის ადვოკატირებაზე და ვუწევთ იურდიულ მომსახურებას სრულიად უფასოდ. შეიძლება ითქვას, რომ ასოციაციაში არ წყდება მევახშეებისგან დაზარალებული მოქალაქეების რიგი. იუსტიციის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციით ამ დროისთვის 2100 გამოსახლების პროცესია ჩანიშნული. გამოსახლების პროცესი პანდემიურ პერიოდში შეჩერებული იყო. დღეს ბავშვთა უფლებების დაცვის დღეა – სულ მცირე 2100 ბავშვი დღეს ღია ცის ქვეშ, უკანასკნელი საცხოვრისის გარეშე რჩება. არადა, სათანადო პირობებში ცხოვრების უფლება, კანონით არის დაცული.“- განაცხადა გიგა წულეისკირმა.

უფლებამდაცველის, მამისა ჯაფარაშვილის განცხადებით ხშირია შემთხვევები, როდესაც კერძო ბანკების წარმომადგენლები მოქალაქეებს ეცნობიან აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის სახით, აშინებენ გამოსახლებით და თაღლითურად აჩქარებენ გამოსახლების პროცესს. უფლემაცველებები სახლემწიფოს მოუწოდებენ შეჩერონ აღსრულების პროცესი და არ დატოვონ მოქალაქეები საცხოვრებელი ფართების გარეშე.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები