Sunday, November 27, 2022
spot_img

უკრაინელმა ტანკისტი, რომელიც დაღუპულად ითვლებოდა, ცოცალი იპოვეს. მან ფეხი მოიტეხა, ხოხვით 6 კმ გაიარა და გადარჩა. რის შესახებაც, რაზდელნიანსკის ქალაქის ტერიტორიულ თემში განაცხადეს.

შემთხვევის დღეს, ის ორჯერ შევიდა ოკუპანტების მიერ აღებულ სოფელში და მისი ტანკი ნაღმზე აფეთქდა.

ის იხსენებს, როგორ გაიღვიძა, მიხვდა, რომ დაჭრილი იყო, აფეთქებულ ტანკში და სასწრაფოდ უნდა გაქცეულიყო. ტანკისტმა შეძლო გადმოძრომა, გზის პირას რამდენიმე მეტრზე გადაძვრა და ჩასრიალდა. აფეთქებები და სროლები ისმოდა, მტრის ტანკების გრუხუნიც, რომელიც სულ უფრო და უფრო უახლოვდებოდა. როგორც თავად ყვება.

კაცმა შეძლო დამალვა და მტრმა ვერ შეამჩნია იგი, მაგრამ შემდეგი შეტაკებისას მძიმედ დაჭრილმა ტანკისტმა თითქმის მთელი დღე-ღამე გაატარა მტრის ცეცხლ ქვეშ.

შემდეგ კი, ფეხებმოტეხილმა, დაახლოებით 6 კმ გაიარა. ბორცვზე ასულმა, თანამებრძოლებთან დარეკვა მოახერხა, რომლებიც გარდაცვლილად თვლიდნენ, მათ ტანკისტის გადარჩენა მოახერხეს. სამედიცინო პროგნოზით, ის სიარულის არაუადრეს ექვს თვეში შეძლებს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები