Wednesday, September 27, 2023
spot_img
მთავარისამართალიმიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 24 მაისამდე გადაიდო

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 24 მაისამდე გადაიდო

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 24მაისამდე გადაიდო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ სხდომის მიმდინარეობის დროს მიიღო.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ყოფილი პრეზიდენტი პროცესს არ დასწრებია.

სხდომათა დარბაზში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის წერილი წარადგინეს, სადაც ის აღნიშნავდა, რომ ადვოკატებს წარედგინათ შუამდგომლობები, მაგრამ უშუალოდ მტკიცებულებების განხილვა სხდომაზე არ მომხდარიყო.

სასამართლო პროცესზე მოსამართლემ პენიტენციური დაწესებულების დოკუმენტი წარადგინა, სადაც მისივე თქმით, სააკაშვილი ხელმოწერით ადასტურებდა იმას, რომ დღევანდელი სხდომა გამართულიყო. ამის პარალელურად დაცვის მხარემ სხდომაზე შესვენება მოითხოვა. საბოლოოდ სასამართლოსა და დაცვის მხარეს შორის ამ დოკუმენტებთან მიმართებით თანხმობა ვერ შედგა, რა დროსაც მოსამართლემ სხდომის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

საქმის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით,მოსამართლემ ემოციური გადაწყვეტილება მიიღო.

„დაცვის მხარემ სხდომაზე შუამდგომლობა დააყენა, რომლის მიხედვითაც სასამართლოს სთხოვა დაევალებინა პენიტენციური სამსახურისთვის, რომ დაწესებულების ტერიტორიაზე ექსპერტები დაეშვა. მოსამართლემ ექსპერტთან გასაუბრება მოითხოვა. ხაზგასასმელია ის, რომ ჩვენ ყველა სხდომაზე არაერთხელ გვქონია შუამდგომლობა, რომ სასამართლოს მოესმინა ექსპერტებისთვის შუამდგომლობის დასაბუთების მიზნით და არცერთ ეტაპზე სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. დღეს, სასამართლომ თავად მოითხოვა ექსპერტთან გასაუბრება. ჩვენ ეს ექსპერტს შევატყობინეთ, რომელიც მზად იყო მოსულიყო სასამართლო პროცესზე და მიეცა განმარტებები სასამართლოსთვის. ექსპერტი 10 წუთში მოვიდოდა. თუმცა, ვინაიდან ჩვენ არ გვქონდა უფლებამოსილება და ინსტრუქცია მიხეილ სააკაშვილისგან,რომ გადავსულიყავით მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე მისი დასწრების გარეშე, ამიტომ სასამართლოს ვთხოვეთ დავლოდებოდით ამ ექსპერტის გასაუბრებას, რათა გადაგვეწყვიტა შუამდგომლობა, პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპერტიზის დაშვების საკითხი, რის მერეც უნდა გვემსჯელა სხდომის გაგრძელება – გადადებაზე. სასამართლომ სამწუხაროდ, ვფიქრობ, მიიღო ემოციური გადაწყვეტილება და საერთოდ გააუქმა ექსპერტთან გასაუბრება და გადადო სხდომა 24 მაისამდე. დაცვის მხარეს მიაჩნია, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი და ემოციური“, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები