25 აპრილიდან საქართველოში მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის ჩაბარება რთულდება. საუბარია “B” და “BE” (ე.წ. მსუბუქი მანქანა – 3,5 ტონამდე წონის) კატეგორიაზე. მართვის მოწმობის ასაღებად ერთი დამატებით გამოცდის – ქუჩაში პრაქტიკის – ჩაბარება იქნება საჭირო.
25 აპრილიდან კვლავ სავალდებულო იქნება ე.წ. თეორიული და პრაქტიკული (შემოსაზღვრულ მოედანზე) გამოცდების ჩაბარება. მხოლოდ ამ ორი გამოცდის ჩაბარების შემდეგ ენიშნება კანდიდატს ქალაქში პრაქტიკული გამოცდა. გამოცდა ყველა იმ ქალაქში ჩატარდება, სადაც აქამდეც ტარდებოდა ეს ქალაქებია: რუსთავი, გორი, თელავი, ფოთი, ახალციხე, ქუთაისი, საჩხერე, ოზურგეთი და ბათუმი.
საწყის ეტაპზე გამოცდა არ ჩატარდება ზუგდიდში – ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტებია დაწყებული და მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ გახდება შესაძლებელი ამ ქალაქში დამატებითი გამოცდის ჩაბარება.
საწყის ეტაპზე გამოცდა არ ჩატარდება ზუგდიდში – ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტებია დაწყებული და მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ გახდება შესაძლებელი ამ ქალაქში დამატებითი გამოცდის ჩაბარება.
ისევე, როგორც აქამდე, თბილისში გამოცდა არ ჩატარდება.
თეორიულ გამოცდაზე დარეგისტრირების (სტანდარტული) ღირებულება 40 ლარია. დამატებით თანხას კანდიდატი იხდის იმ შემთხვევაში, თუ ჩაიჭრება. პრაქტიკულ გამოცდაზე რეგისტრაციისთვის დამატებითი საფასურის გადახდა საჭირო არ არის.