Friday, December 9, 2022
spot_img
მთავარისაზოგადოება26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ევროკავშირის ჰიმნი პირველად შესრულდება

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ევროკავშირის ჰიმნი პირველად შესრულდება

თავისუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებასთან დაკავშირებით გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობს.

ხვალ, 26 მაისს, ღონისძიება რუსთაველის გამზირზე 11:00 საათზე დაიწყება, რის ფარგლებშიც, 12:00 საათზე წვევამდელები ფიცს დადებენ, 20:30 საათზე კი გალა კონცერტი გაიმართება.

ფიცის დადების საზეიმო ღონისძიება თბილისის გარდა 5 რეგიონშია დაგეგმილი, 15 მუნიციპალიტეტში კი სამხედრო ტექნიკა გამოიფინება. ასევე მოხდება საჰაერო კომპონენტების ჩვენება, სამხედროები კი ახალი აღჭურვილობით გამოჩნდებიან.

წლევანდელ ღონისძიებაში ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ამერიკის ელჩი მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავენ. 26 მაისის აღნიშვნის ისტორიაში პირველად შესრულდება ევროკავშირის ჰიმნი, საქართველოს ჰიმნს კი ბავშვთა კაპელა შეასრულებს.

„საქართველოს თავდაცვის ძალები 26 მაისის ღონისძიების აღსანიშნავად ემზადებიან, დღეს გენერალური რეპეტიცია გაიმართება. ხვალ ყველა დიდ ქალაქში მოხდება ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენა, ასევე თბილისის გარდა კიდევ 5 ლოკაციაზე გაიმართება სამხედრო ფიცის დადება. გვექნება საჰაერო კომპონენტების ჩვენება, როგორც სუ 25-ების, ასევე მი 24-ების და იროკეზების, რომელიც მოდერნიზებულია. ჩვენი პირადი შემადგენლობა ახალი შეიარაღებით, აღჭურვილობით და სამხედრო ტექნიკით იქნება წარმოდგენილი. ერთი ბატალიონის ზომის ქვედანაყოფი დადებს სამხედრო ფიცს“. – აღნიშნა ჯონი ტატუნაშვილმა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები