Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკაგიული ალასანია შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით უკმაყოფილოა

გიული ალასანია შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით უკმაყოფილოა

"შეიძლება ყოველ წუთში აღარ იყოს, ადამიანს საერთოდ აღარ აქვს ფერი და აღარ აქვს არანაირი ენერგია."

კლინიკაში, მიხეილ სააკაშვილთან შესვლის შესაძლებლობა დედას, გიული ალასანიას მისცეს. გიული ალასანია უკმაყოფილოა შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით და მის სამკურნალოდ გადაყვანას უცხოეთში მოითხოვს. „შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ადამიანი შეიძლება ყოველ წუთში აღარ იყოს. ადამიანს საერთოდ აღარ აქვს ფერი და აღარ აქვს არანაირი ენერგია“. – აცხადებს გიული ალასანია.

მის გარდა, ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრას პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე და ადვოკატები შეძლებენ.

კლინიკა “ვივამედი”, დიდი ხანია პენიტენციურ დაწესებულებებთან თანამშრომლობს.

მედიცინის დოქტორმა, მერაბ ქავთარაძემ, რომელიც ექსპერტის რანგში სახალხო დამცველის აპარატთანაც თანამშრომლობს, გვითხრა, რომ ზოგადად, „ვივამედს“ აქვს ნაშიმშილარი ადამიანის მკურნალობის გამოცდილება და რადგან ის მრავალპროფილური კლინიკაა, სხვადასხვაგვარი სამედიცინო სერვისების მიწოდებაც შეუძლია.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები