„თელასის“ ინფორმაციით, 29 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, გადაუდებელი სამუშაოების გამო.
გადაუდებელი სამუშაოების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსიძის ქუჩის მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.