Wednesday, October 4, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკაქვეყანა თავისუფლების საწინააღმდეგო მიმართულებით მიდის

ქვეყანა თავისუფლების საწინააღმდეგო მიმართულებით მიდის

ეს ქვეყნის შიგნით ძალის დემონსტრირებისთვის, უიმედობის დასათესად გაკრთდა და ვიმეორებ განაცხადისთვის რომ „დიახ, ეს ძალაუფლება გვაქვს და როგორც გვინდა ისე გამოვიყენებთ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ის აცხადებს, რომ ახლა არასწორი იქნება დისკუსიის დაყვანა იმაზე, „თუ ვის მოსწონს ნიკა გვარამია და ვის- არა“.

„ასეთ აბსურდულ საქმეზე ღია განაცხადით, რომ „პოლიტიკური დაკვეთაა და ამიტომ გიჭერთ“, არის გაგრძელება, რომ სანამ ამ ქვეყანაში ივანიშვილი და მისი გარემოცვაა ძალაუფლებაში, ქვეყანა მიდის თავისუფლების საწინააღმდეგო მიმართულებით – არა თავისუფალ სამყაროში დაბრუნებისკენ, არამედ პუტინისიტური, ოლიგარქიული, ავტორიტარული რეჟიმის კონსოლიდაციისკენ. ეს გაკეთდა ქვეყნის შიგნით ძალის დემონსტრირებისთვის, უიმედობის დასათესად და ვიმეორებ ამ განაცხადისთვის, რომ „დიახ, ეს ძალაუფლება გვაქვს და როგორც გვინდა ისე გამოვიყენებთ“.

მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და მოქალაქეებს ვუთხრა, რომ ძალიან არასწორი იქნება ახლა ამ დისკუსიის დაყვანა იმაზე, თუ ვის მოსწონს გვარამია, ოპოზიციური მედია და ზოგადად ოპოზიცია და ვის – არა. თუ ხელისუფლებას შეუძლია, ასეთ აბსურდულ საქმეზე, რომელიც მხოლოდ კერძო განხილვის საგანი შეიძლებოდა ყოფილიყო, დაიჭიროს ადამიანი, მას შეუძლია ყველაფერი ნებისმიერ ადამიანთან მიმართებით. ეს ავტორიტარული რეჟიმის არსია, რისკენაც წლებია ივანიშვილი და მისმა გარემოცვა მიდის და ბოლო პერიოდში სვლა დააჩქარა.

ყველა ჩვენი პარტნიორისთვის იკვეთება, რომ საქართველოს ეს ხელისუფლება თავისუფლების საპირისპირო გზით მიდის, ანუ არა ევროპაში და ევროატლანტიკურ სივრცეში დაბრუნებისკენ, არამედ პუტინისკენ. ის იანუკოვიჩივით შეეცდება რაღაც ბუნდოვანების შენარჩუნებას – ეს არ იქნება მაშინვე ლუკაშენკოს რეჟიმი, რომ ყველა არხი აუცილებლად ზეგ დახუროს, მაგრამ ეს გზა აქამდე მიდის. მინდა მოვუწოდო ყველას, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი შანსი ამ ქვეყნის სამშვიდობოს გასვლის და თავისუფალ, ღირსეულ ქვეყნად გახდომის – ეს ამ რეჟიმის დამარცხება, ამ ჭაობიდან ქვეყნის ამოყვანა და სწორ გზაზე დაყენებაა“. – განაცხადა “ევროპული საქართველოს” ლიდერმა .

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები