Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოუკრაინაში ომით მსოფლიო ყველაზე დიდ დევნილთა კრიზისს განიცდის

უკრაინაში ომით მსოფლიო ყველაზე დიდ დევნილთა კრიზისს განიცდის

რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება უკრაინაში ომი, მით უფრო გაიზრდება ჰუმანიტარული საჭიროებები.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს წარმომადგენელმა ვიქტორია ანდრიევსკაიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “უკრაინელი ოჯახები აიძულეს სახლები მიატოვონ, დღეს ყველაზე დიდი დევნილობის კრიზისია მსოფლიოში. 8 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილებულია“ – თქვა მან.

ანდრიევსკაიას თქმით, გაერო ახლა დევნილ უკრაინელებს ფულადი სახსრებით, ჰუმანიტარული დახმარებისა და დაცვის სერვისებს აწვდის.

“მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა, უკრაინაში საჭიროებები იზრდება. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ომი, მით უფრო გაიზრდება საჭიროებები და საერთაშორისო საზოგადოებისგან მეტი მხარდაჭერა იქნება საჭირო“. – ხაზგასმით აღნიშნა გაეროს წარმომაგენელმა. მისი თქმით, დევნილთა ფულადი დახმარების ცალკე პროგრამა შეიქმნა, რომლის წყალობითაც ადამიანებს შეუძლიათ უზრუნველყფილნი იყვნენ ყველაზე საჭირო ნივთებით, როგორიცაა – საკვები, მედიკამენტები, ტანსაცმელი, ნაწილობრივ დაფარონ ქირა.

ანდრიევსკაიამ აღნიშნა, რომ საუბარია მცირე თანხებზე, მაგრამ ისინი მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იძულებულნი გახდნენ სასწრაფოდ დაეტოვებინათ სახლები.

“ახლა ჩვენ უკვე გვყავს 300 000-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირებული ასეთ ფულად დახმარებაზე. ასეთი მცირე თანხების გადახდა სამი თვის განმავლობაში მოხდება”. – განაცხადა მან.

გაეროს ჰუმანიტარულ საკითხებში ოფისის წარმომადგენელმა სავიანო აბრუმ განაცხადა, რომ გაეროს ფულადი დახმარების გადახდის პროგრამამ უკვე 700 ათასი უკრაინელი მოიცვა.

”ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რამდენად სწრაფად ვითარდება კრიზისი – მოსახლეობის 25% იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა, ხოლო ქვეყნის შიგნით, თითქმის 16 მილიონს ახლა ესაჭიროება ჰუმანიტარული დახმარება”- აღნიშნა მან.

აბრუს თქმით, გაერო ჩართულობას აგრძელებს ომის ზონებში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზებაში. კერძოდ, მან გაიხსენა, რომ წითელი ჯვრის კომიტეტის კოლეგებთან ერთად, მარიუპოლის აზოვსტალის ქარხნიდან 600-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაციას უზრუნველყოფდნენ. ამ შედეგისთვის, მისი თქმით, მოლაპარაკებების სამი რაუნდი იყო. ახლა, უმაღლეს დონეზე მიმდინარეობს კონტაქტები კონფლიქტის ორივე მხარესთან აღნიშნა, რადგან უსაფრთხო დერეფნებზე შეთანხმდნენ, რომ ადამიანებმა სხვა საომარი ზონების დატოვება შეელონ.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაერო არ მონაწილეობდა აზოვსტალიდან უკრაინელი ჯარისკაცების ევაკუაციაში.

“რაც შეეხება მებრძოლებს, ამ დეტალებს ვერ შევეხები, რადგან ეს არ არის გაეროს უფლებამოსილება. ჩვენ არ ვართ ოპერატიულად ჩართული სამხედრო პერსონალის ევაკუაციაში. ეს არის შეთანხმება ორ მხარეს შორის”. – განაცხადა გაერო-ს წარმომადგენელმა, გაეროს ჰუმანიტარული ოფისში.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები