Tuesday, September 26, 2023
spot_img
მთავარიეკონომიკაქვეყანაში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 3.4%-ით შემცირდა - მცირდება სექტორის ბრუნვა და...

ქვეყანაში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 3.4%-ით შემცირდა – მცირდება სექტორის ბრუნვა და გამოშვება

საქსტატის მონაცემებით, იანვარ-მარტში, საქართველოში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა წინა კვარტალთან შედარებით 3.4%-ით შემცირდა და 716.1 ათასი კაცი შეადგინა. 2022 წლის მეოთხე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 741 ათას კაცს შეადგენდა.

მიუხედავად იმისა, რომ წინა კვარტალთან შედარებით დასაქმებულთა რაოდენობაში კლებაა, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით (2022 წლის პირველი კვარტალი) 6.3%-ით არის გაზრდილი:

რაც შეეხება საქართველოში ბიზნეს სექტორის ბრუნვას, I კვარტალში  44.1 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 14.7%-ით ნაკლებია წინა კვარტალზე (2022/Q4: ₾51,7 მლრდ), ხოლო 14.2%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე (2022/Q1: ₾38.1 მლრდ).

რაც შეეხება პროდუქციის გამოშვებას, პირველ კვარტალში ჯამში 15.9 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 19.7%-ით ნაკლებია წინა კვარტალზე (2022Q4: ₾19.8 მლრდ), ხილო 12.8%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე (2022Q/1 ₾14.1 მლრდ).

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები