აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში სოხუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა სპექტაკლი „მთვარის მოტაცება“ წარმოადგინა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
„სპექტაკლის ჩვენებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.“- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, სპექტაკლი რეჟისორ გოჩა კაპანაძის მიერ კონსტანტინე გამსახურდიას ამავე სახელწოდების ცნობილი რომანის მიხედვით დაიდგა და მასში სახელოვანმა ქართველმა მსახიობებმა მიიღეს მონაწილეობა.