„ტრაბზონსპორი“ 38-წლიანი პაუზის შემდეგ თურქეთის ჩემპიონი გახდა. აბდულა ავჩის გუნდი 35-ე ტურში შინ „ანტალიასპორს“ დაუზავდა (2:2) და ეს ქულა ჩემპიონობის გასაფორმებლად სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე საკმარისი გამოდგა.
ბოლოს „ტრაბზონსპორი“ თურქეთის ჩემპიონი 1984 წელს იყო და ახლა ამდენი ხნის ნანატრი ტიტული მოიპოვა.