ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონზე რუსეთის გაძლიერებული თავდასხმა დონბასში, აშკარა გენოციდის პოლიტიკას ასახავს.
“დონბასში ოკუპანტების ამჟამინდელმა შეტევამ, შესაძლოა, რეგიონი დაუსახლებელი გახადოს. მათ უნდათ პოპასნაიას, ბახმუტის, ლიმანის, ლისიჩანსკის და სევეროდონეცკის ფერფლად დაცვა ვოლნოვახას, მარიუპოლის მსგავსად”, – თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქებში, დონეცკსა და ლუგანსკში, რუსული ძალები “კრებენ ყველას, ვინც შეუძლიათ, რათა შეავსონ საოკუპაციო კონტიგენტში დაღუპულთა და დაჭრილთა ადგილები”.
“ეს ყველაფერი, მათ შორის ჩვენი ხალხის დეპორტაცია და მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობები, არის რუსეთის მიერ გატარებული გენოციდის აშკარა პოლიტიკა”, – ამბობს ზელენსკი.
ზელენსკის განცხადებით, რუსეთზე ზეწოლა სიცოცხლის გადარჩენის საკითხია და ყოველ შეფერხებას ან წინადადებას, რომელიც რუსეთის დაშოშმინებისკენ არის მიმართული, კიდევ უფრო მეტი მოკლული უკრაინელი და ახალი საფრთხე მოაქვს.