Wednesday, October 4, 2023
spot_img

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინზე საუბრისას განაცხადა, რომ მას არა მხოლოდ უკრაინის დაპყრობა უნდა, არამედ ნამდვილად სურს, გაანადგუროს უკრაინელი ხალხის კულტურა და იდენტობა.

მისი თქმით, პუტინის ქმედებების მიზანი არის აღმოფხვრას უკრაინელი ერის კულტურა და თავს დაესხას წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს.

„ის თავს ესხმის სკოლებს, ბაღებს, საავადმყოფოებსა და მუზეუმებს. ამ ქმედებებს არავითარი სხვა მიზანი არ აქვს, გარდა კულტურის აღმოფხვრისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებზე პირდაპირი თავდასხმისა“, – აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, პუტინის ქმედებებმა, იმის ნაცვლად, რომ ევროპა ნეიტრალური გაეხადა და მისი „ფინეთიზაცია“ მოეხდინა, მთელი ევროპა გააერთიანა და მისი „ნატოიზაცია” განახორციელა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები