Sunday, November 27, 2022
spot_img
მთავარიეკონომიკა4538 დარღვევა გამოვლინდა შრომის უსაფრთხოების მიმართულებით

4538 დარღვევა გამოვლინდა შრომის უსაფრთხოების მიმართულებით

შრომის უსაფრთხოების მიმართულებით 446 ობიექტი პირველადად შემოწმდა, განმეორებითად კი ჯამში 1074-მა ობიექტმა გაიარა ინსპექტირება. შემოწმების პროცესში 4538 დარღვევა გამოვლინდა. ამის შესახებ შრომითი ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, განმეორებითი ინსპექტირების დროს კომპანიების 28%-მა გამოასწორა პირველად გაცემული მითითებები, რაც 2020 წელთან შედარებით, საგრძნობ გაუმჯობესებას ასახავს.

„ანგარიშში წარმოდგენილია თუ რომელი სექტორებია შემოწმებული და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით იქ, სადაც ყველაზე მაღალია დარღვევების მაჩვენებელი, ჩვენ მთავრობის დადგენილებით, განსაზღვრული გვაქვს სექტორები და სექტორული მიმართულებით პრიორიტეტები, რომელიც უკავშირდება სამთო-მოპოვებით მრეწველობას, ასევე სამშენებლო სექტორს. ამ ტიპის ობიექტების შემოწმება იყო პრიორიტეტი გასულ წელს. რაც შეეხება გამოვლენილ დარღვევებს – არ არის შეფასებული საფრთხეები და რისკები 11%-ში, არ არის დაცული სანიტარულ -ჰიგიენური ნორმები და მოუწესრიგებელია ეკონომიკა 9,3%-ში, დასაქმებულები არ არიან აღჭურვილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით 7,7%-ში, არ არის შემოწმებული ტექნიკური აღჭურვილობა 7,6%-ში, არ არის დაფარული ღიობები 7,4%-ში, არ არის ჩატარებული სწავლება და ინსტრუქტაჟი, არ არის შემუშავებული უსაფრთხოების გეგმა, არ არის მოაჯირების სტანდარტი მშენებლობებზე და არ გამოიყენება უსაფრთხოების მანიშნებელი ნიშნები“ – განაცხადა ბექა ფერაძემ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები