Tuesday, September 26, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიო5 მაისი უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის 71-ე დღეა

5 მაისი უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის 71-ე დღეა

უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის 71-ე დღის მთავარი ამბები.

მარიუპოლის აზოვსტალის ტერიტორიაზე უკვე კვლავ სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. დღეღამის განმავლობაში საჰაერო თავდასხმა უკრაინის ყველა რეგიონში მოხდა – დნეპერში ხიდი ააფეთქეს, ჩერკასში, კიევთან და ოდესასთან, საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა. ბრიტანული დაზვერვა საფრთხეს ბელორუსის არმიის უეცარ შემოწმებაში ვერ ხედავს და ამერიკული დაზვერვა დაეხმარა უკრაინას რამდენიმე რუსი გენერლის მოკვლაში.

რუსმა სამხედროებმა ღამით კრამატორსკიც დაბომბეს, რის შედეგადაც სულ მცირე 25 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა, განაცხადა რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პაველ კირილენკომ, მისივე განცხადებით, ცხრა საცხოვრებელი კორპუსი, მრავალი სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და სკოლა დაზიანდა. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

რუსული დაბომბვის შედეგად, უკრაინელი ჟურნალისტი ალექსანდრე მახოვი დაიღუპა.

პენტაგონი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის ინფრასტრუქტურაზე დარტყმებით, დასავლური იარაღის მოპოვებაში ხელის შეშალას ცდილობს.

მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილი აზოვსტალიდან ევაკუირებულია, მაგრამ ქარხანაში ისევ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები