Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოება6 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

6 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღეს,ვარსკვლავები გვირჩევენ

ვერძი

ყოველმხრივ შესანიშნავი დღეა. წარმატება ფეხდაფეხ დაგყვებათ – ყველგან დროულად მიხვალთ, ყველა ჩანაფიქრს განახორციელებთ, ყველგან სიხარულით შეგხვდებიან და კომპლიმენტებით აგავსებენ. სხვათა შორის, ოთხშაბათი შესანიშნავი დღეა მოგზაურობის დასაწყებად ან დასაგეგმად.

 

კურო

გამორიცხული არ არის, რომ ქრონიკული დაავადების გამწვავებამ შეგაწუხოთ. ამიტომ, ეცადეთ, ამ დღისთვის მნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ და თუ შესაძლებელია, ეს დღე მშვიდად გაატაროთ.

 

ტყუპები

თქვენ ან აუცილებლად უნდა შეასრულოთ საკუთარი დანაპირები ან საერთოდ ნუ გასცემთ დაპირებებს. სანამ ვინმეს დააიმედებთ, იფიქრეთ, შეგიძლიათ თუ არა თქვენი სიტყვის დაცვა. ნუ აიღებთ პასუხისმგებლობას სხვა ადამიანების შეცდომებზე.

 

კირჩხიბი

მოვლენებით სავსე დღეა. ამასთან, სრულიად განსხვავებული მოვლენები გელით – სასიხარულოც და სევდიანიც. განწყობებს შორის ბალანსის შენარჩუნება რთულია, მაგრამ კირჩხიბებს გრძნობების ასეთი კალეიდოსკოპი მოეწონებათ. მთავარი მაინც ისაა, რომ მოწყენის დრო არ დაგრჩებათ.

 

ლომი

დღე სავსეა სიურპრიზებით, თუმცა ზოგიერთი არცთუ სასიამოვნოა. ნებისმიერ შემთხვევაში, სჯობს, წინასწარ დაგეგმილი საქმეები გადადოთ, რადგან გეგმების შეცვლა მოგიწევთ. ასევე, ნუ აიღებ საკუთარ თავზე იმას, რისი გაკეთებაც არ იცი.

 

ქალწული

ამ დღის დევიზია – ჯერ საქმე და შემდეგ გართობა. თანაც საქმე აუცილებლად ბოლომდე უნდა მიიყვანოთ, რადგან „ხვალისთვის“ გადადებული და თაროზე შემოდებული საქმეები, პირველ რიგში, თქვენ გაგაღიზიანებთ და მოსვენებას დაგაკარგვინებთ.

 

სასწორი

გაითვალისწინეთ, რომ ფულით ემოციური უკმარისობის შევსება შეუძლებელია. თუმცა, რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა შეიძლება მრავალმხრივ სასარგებლო იყოს. ნუ შეგეშინდებათ, თუ გარშემო მყოფი ადამიანები თქვენს იდეებს სიგიჟედ ჩათვლიან. ეს მათი პრობლემაა. უნდა გააგრძელოთ და ბოლომდე მიიყვანოთ საქმე, რომელიც დაიწყეთ!

 

მორიელი

მშვენივრად იცით, თქვენ ირგვლივ ვინ როგორი მგრძნობიარეა. თუ ასეთებს მტკივნეულ ადგილზე ფეხს დაადგამთ, ისინი თქვენს ცხოვრებას პრობლემებით აავსებენ! გირჩევთ, პარტნიორის ახირებებს მოთმინებით შეხვდეთ – ცოტა ხნით მაინც.

 

მშვილდოსანი

შეიძლება არ მოგწონთ, როცა გეუბნებიან, რომ საკუთარ რიგს უნდა დაელოდოთ, მაგრამ ეს ზუსტად ისაა, რისი გაკეთებაც მოგიწევთ. მცირე თავგანწირვა ისევ თქვენთვის იქნება სასარგებლო, ამიტომ ეცადეთ, საკუთარ თავზე მეტად ახლობელ ადამიანებზე იზრუნოთ, დროებით მაინც. კარგი იქნება, სრულყოფილ დასვენებაზე იფიქროთ – ეს ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ.

 

თხის რქა

ყველამ კარგად იცის, რომ რთული თავსატეხები გიყვართ. თუმცა, ამჯერად, ვარსკვლავები ადასტურებენ, რომ საკუთარ თავს შეუსრულებელი ამოცანა დაუსახეთ. ყველაფრის მიუხედავად, ძალისხმევა ნამდვილად ღირს, რადგან საუკეთესო შედეგის მიღებაა მოსალოდნელი.

 

მერწყული

ახლო მომავალში წინ რთული პროცესები გელით, თუმცა ახალი ვალდებულებების აღება სულაც არაა საჭირო საკუთარი თავის წარმოჩენისთვის. ეცადეთ, ძველი საქმეების დასრულებაზე იზრუნოთ და კოლეგებზე უკეთესი შედეგები აჩვენოთ.

 

თევზები

თუ გსურთ, თავი დაცულად იგრძნოთ, მოვლენებს ნუ დააჩქარებთ. ხელსაყრელი დროა ბიზნეს და კომერციული კავშირების დამყარებისთვის. ამასობაში შეიძლება, საკუთარ თავში ფარული ნიჭიც აღმოაჩინოთ.

 

 

 

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები