Tuesday, September 26, 2023
spot_img
მთავარისამართალი7 ნოემბრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

7 ნოემბრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იმართება. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბრალდებული სასამართლო პროცესს ვერ ესწრება. სასამართლო პროცესის პარალელურად ორგანიზაცია „მიშას სექტორი“ საქალაქო სასამართლოს ეზოში მხარდასაჭერ აქციას მართავს.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან,ვანო მერაბიშვილი , ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები