Tuesday, January 31, 2023
spot_img
მთავარიეკონომიკა7 დეკემბრის მდგომარეობით საპენსიო აქტივების ღირებულება 2.87 მილიარდი ლარია

7 დეკემბრის მდგომარეობით საპენსიო აქტივების ღირებულება 2.87 მილიარდი ლარია

2022 წლის 7 დეკემბრის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.87 მილიარდი ლარია. წმინდა ამონაგები, კი 421 მილიონ ლარს შეადგენს. საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 349 ათასი ადამიანია. დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 2,838 პირმა მათზე გაცემული თანხა, კი 7,103,780.53 ლარს შეადგენს.

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელის 2022 წლის ნოემბრის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა ფონდის გაშვებიდან (2019 წლის 1 იანვარი) 2022 წლის ნოემბრის ჩათვლით 39.9%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 1.71% შეადგინა. საპენსიო ფონდმა 2022 წლის მარტის თვიდან დაიწყო აშშ დოლარის შესყიდვა და 30 ნოემბრის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის 18.8% განთავსებულია აშშ დოლარში, ხოლო 81.2% ლარში. საინვესტიციო პორტფელის დეტალური სურათი ასე გამოიყურება: 3.5% განთავსებულია მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზე, 14.1% ადგილობრივ სახაზინო ობლიგაციებში, 8.7% აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში, 8.1% გლობალურ აქციებში, 0.9% ევროობლიგაციებში, 0.1% ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციები, ხოლო სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში 64.6% არის განთავსებული. 2022 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებამ 2.85 მლრდ ლარი შეადგინა. აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 418 მილიონი ლარია.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები