Saturday, June 10, 2023
spot_img
მთავარიეკონომიკასაქართველო ეცდება, რომ დისტანცირდეს რუსეთიდან ელექტროენერგიის მიღებაზე

საქართველო ეცდება, რომ დისტანცირდეს რუსეთიდან ელექტროენერგიის მიღებაზე

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია აცხადებს, რომ თუ ელექტროენერგიის იმპორტზე დამატებითი სანქციები დაწესდება, საფრთხე მაინც არ გვემუქრება, რადგან ალტერნატიული წყაროები გვაქვს, თუმცა ქვეყანა მაინც ეცდება, რომ რუსეთიდან ელექტროენერგიის მიღებაზე უფრო მეტად დისტანცირდეს. უბრალოდ, როცა იაფი ენერგია არსებობს, ასეთ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ უარი ვთქვათ და სხვა ქვეყნიდან უფრო ძვირირად შევიძინოთ, იმიტომ რომ ეს ტარიფზე ზეწოლას ახდენს.

მისივე განმარტებით, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, გაზაფხულის პერიოდში, ქვეყანაში არსებული ჰიდროელექტროსადგურები ადგილობრივი მოთხოვნის სრულად უზრუნველსაყოფად საკმარის ენერგიას გამოიმუშავებენ და ენერგიის იმპორტი საჭირო აღარ იქნება . ნარმანიას განცხადებით, უახლოეს თვეებში, საექსპორტო ელექტროენერგიაც გვექნება, რომლის გატანაზეც შესაბამისი უწყებების მხრიდან მუშაობა უკვე მიმდინარეობენ.

„ჩვენ ენერგეტიკულად არა მხოლოდ რუსეთზე ვართ დამოკიდებულები, ელექტროენერგიას ასევე აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან ვიღებთ. კონკრეტულ თვეს, თუ რომელი ქვეყნიდან ვიღებთ ელექტროენერგიას დამოკიდებულია კონკურსის საფუძველზე დადგენილ – ფასზე, შესაბამისად ვერ ვიტყვი, რომ მარტში ელექტროენერგიის იმპორტი გაიზარდა, უბრალოდ მარტი შედარებით ცივი თვე იყო ამიტომ ენერგიის მაღალი მოხმარება და იმპორტი ხდებოდა.

ის პერიოდი დგება , როდესაც ენერგიის იმპორტი აღარ დაგვჭირდება, რადგან კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, საკმაოდ წყალუხვი გაზაფხული იქნება, ამიტომაც ჩვენი ჰიდროელექტროსადგურები საკმარის ენერგიას გამოიმუშავებენ იმისათვის, რომ ადგილობრივ მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილონ დავვარაუდოფთ, რომ უახლოეს თვეებში, გვექნება ასევე, საექსპორტო ელექტროენერგია, რომლის ექსპორტზეც შესაბამისი უწყებები უკვე მუშაობენ.“

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები