უკრაინის პრეზიდენტი,ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი შვიდეულის“ ვუდეოკონფერენციას დაესწრება,რომელიც 8 მაისს გაიმართება. – ამის შესახებ გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა.
მისი თქმით, მოლაპარაკებები შეეხება აქტუალურ საკითხებს, განსაკუთრებით უკრაინაში არსებულ ვითარებას. მისივე თქმით, ისტორიული თარიღი, 8 მაისი აღნიშნავს „მეორე მსოფლიო ომის“ დასრულებას, რომელმაც ევროპაში ტერორი, ნგრევა და სიკვდილი გამოიწვია.
„უკრაინის პრეზიდენტი, ზელენსკი მის ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებს“, – აცხადებს გერმანიის მთავრობის პრესსპიკერი.