Tuesday, January 31, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოება9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღეს, ვარსკვლავები გირჩევენ:

ვერძი

ვერძებო, ამ დღეს შესაძლოა, განსხვავებული აზრების გათვალისწინება მოგიწიოთ და უსიამოვნო ადამიანებთან ერთად იმგზავროთ. ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ – მცირე კამათიც კი სიტუაციის გამწვავებას გამოიწვევს. ხელსაყრელი დღეა სასწორთან ურთიერთობისთვის. ლომებს უნდა მოერიდოთ.

 

კურო

არ შეიძლება ადამიანი იმაში დაადანაშაულოთ, რომ თქვენი წარმოსახვითი მოლოდინები არ გაამართლა. გამორიცხული არ არის, რომ თავად მოტყუვდეთ და საკუთარ ანკესს წამოეგოთ. დაპირისპირებით ვერაფერს მოაგვარებთ. ასეთ სიტუაციაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მოთმინებაა. ხელსაყრელი დღეა ვერძებთან ურთიერთობისთვის, თევზებს კი უნდა ერიდოთ.

 

ტყუპები

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის დღე ძალიან მშვიდად და სირთულეების გარეშე ჩაივლის. ეს თქვენი დამსახურებული დასვენება და დაწყვეტილი ნერვების კომპენსაციაა. შეგიძლიათ სადილამდე მშვიდად იძინოთ. შესანიშნავი დღეა ტყუპებთან ურთიერთობისთვის, ქალწულებს უნდა ერიდოთ.

 

კირჩხიბი

ამ დღეს მცირე იმედგაცრუება გელით, თუმცა ამ მდგომარეობას მალე საკუთარი ცხოვრების შეცვლის სურვილი ჩაანაცვლებს. ამ დღეს თავში უამრავი, ერთმანეთზე უკეთესი იდეა მოგივათ და გირჩევთ, საყვარელ ადამიანებს გაუზიაროთ. მათზე უკეთ ვინ უნდა დააფასოს თქვენი იდეები? ხელსაყრელი დღეა მორიელთან ურთიერთობისთვის, თავი შეიკავეთ სასწორთან ურთიერთობისგან.

 

ლომი

ამ დღეს მომავალი კარიერული ზრდის პერსპექტივები გმოჩნდება. ყურადღება მიაქციეთ შემოთავაზებულ შესაძლებლობას – ეს შეიძლება მომავლის იღბლიანი ბილეთი იყოს. ხელსაყრელი დღეა მერწყულთან ურთიერთობისთვის, მოერიდეთ თხის რქებს.

 

ქალწული

ქალწულებს რთული და დაძაბული დღე ელით. არჩევანის გაკეთება მოგიწევთ მათ შორის, რაც სწორად გეჩვენებათ და რაც უფრო მარტივია. შეეცადეთ თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტები წარმოადგინოთ. გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოთ, სხვების ჩარევა აქ სრულიად უადგილოა. ხელსაყრელი დღეა თევზებთან ურთიერთობისთვის, თუმცა ვერძებს უნდა ერიდოთ.

 

სასწორი

სასწორი მთელ დღეს მაღაზიებში სიარულს დაუთმობს. მშვენიერი დღეა საოცნებო ნივთის შესაძენად, თუმცა მანამდე კარგად მოიფიქრეთ, რა გჭირდებათ. ხელსაყრელი დღეა სასწორებთან ურთიერთობისთვის. ამ დღეს თხის რქებს უნდა ერიდოთ.

 

მორიელი

ამ ნიშნის წარმომადგენლებს წარმოუდგენლად მძიმე და ერთფეროვანი დღე ელით. მის უმეტეს ნაწილს სამუშაო კვირისთვის მზადებას დაუთმობთ, დანარჩენ დროს კი საინტერესო არაფერი მოხდება. ნუ მოიწყენთ – ასეთი დღეები ტვინის განტვირთვისთვის აუცილებელია. ხელსაყრელი დღეა კუროებთან ურთიერთობისთვის, სამაგიეროდ, კირჩხიბებს უნდა მოერიდოთ.

 

მშვილდოსანი

კარგი იქნება, თუ ფულს და სხვა ძვირფას ნივთებს უყურადღებოდ არ დატოვებთ. ნუ ენდობით ადამიანს, რომელსაც კარგად არ იცნობთ. ხელსაყრელი დღეა მორიელთან ურთიერთობისთვის, სამაგიეროდ, ლომს უნდა მოერიდოთ.

 

თხის რქა

ამ დღეს სავსებით შესაძლებელია, კონფლიქტის მომსწრე გახდეთ. გირჩევთ არ ჩაერიოთ, რადგან საბოლოოდ, შეიძლება ყველაფერში დამნაშავედ თქვენ გამოგაცხადონ. ხელსაყრელი დღეა მერწყულთან ურთიერთობისთვის, სამაგიეროდ, ლომს უნდა მოერიდოთ.

 

მერწყული

ყურადღება მიაქციეთ ახლობელი ადამიანების ქცევაში უმცირეს ცვლილებასაც კი. იქნებ რაღაც ისეთი შენიშნეთ, რამაც ძალიან შეგაცბუნათ? ეცადეთ გაიაზროთ, როგორ შეიძლება ეს თქვენ გიკავშირდებოდეთ. ხელსაყრელი დღეა მშვილდოსანთან ურთიერთობისთვის, მოერიდეთ ტყუპებს.

 

თევზები

თევზებს შედარებით მშვიდი დღე ელით. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი სატელეფონო ზარი. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მორიელებს მეტი ყურადღება მიაქციოთ – დღეს მათ თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. ხელსაყრელი დღეა კირჩხიბთან ურთიერთობისთვის, მშვილდოსნებს ერიდეთ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები