მამუკა მდინარაძე ოპოზიციას – ცოტა ზედმეტები არ მოგივიდეთ, ახლა!

Published:

ცოტა ზედმეტები არ მოგივიდეთ, ახლა! შეირგეთ ის ბოდიშიც, ის სწორი და ადამიანური დამოკიდებულება, რაც იყო გულწრფელი, – ასე მიმართა მამუკა მდინარაძემ  ოპოზიციონერ დეპუტატებს.

„ახლა, თქვენ, მართლა ზედმეტები და ნამეტანი არ მოგივიდეთ ყველას ერთად და რატომ – გუშინ, გადააჭარბაო და ჩვენ თვითონ დავგმეთ, ადამიანმა ბოდიშები იხადა და ამ დროს, არცერთს არ გახსოვთ, რა უწმაწური, ვერც ვლაპარაკობ და ვერც გავიმეორებ, რა ბანერი გაშალეთ აქ (პარლამენტის სხდომათა დარბაზში) თეა წულუკიანი,  რომ იყო. ქალი არ იყო, თუ ადამიანი არ იყო? mona.ge-ზე რომ გამოაქვეყნეს ქალი დეპუტატები, რომელიმემ ხმა ამოიღეთ? მოღალატეებს რომ ეძახით ადამიანებს, ეს ნაკლები შეურაცხყოფაა? მეტი არ არის? ამიტომ, ცოტა ზედმეტები არ მოგივიდეთ, ახლა! შეირგეთ ის ბოდიშიც, ის სწორი და ადამიანური დამოკიდებულება, რაც იყო გულწრფელი და როცა ქალ დეპუტატებს, ქალებს, სხვას, ქალებით რომ სპეკულირებთ და გენდერული რაღაც ნიშნით რომ აწებებთ ხოლმე, გამოაქვეყნებენ რაღაც შავ სიებში და აქ რომ რაღაცებს გაუშლით წულუკიანს, მაშინ იფიქრეთ, არის თუ არა ეს უფრო მეტი შეურაცხყოფა და მოღალატის ძახილი და ცოტა წესიერად მოიქეცით მართლა, ყველა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img