ზაზა ზარანდია პატიმრების გაქცევაზე – ვერაფერს გეტყვით, ვიდრე ინფორმაცია არ მექნება

Published:

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლის, ზაზა ზარანდიას განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება, როგორ მოახერხეს კლინიკა “ავერსიდან” პატიმრებმა გაქცევა. როგორ მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, მომხდარზე ჯერჯერობით დაზუსტებით ვერაფერს იტყვის, თუმცა, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება, ყველა პასუხისგებაში მიეცემა.

ამასთან, ზაზა ზარანდია არ აკონკრეტებს, რამდენი პატიმარი გაიქცა დღეს კლინიკიდან.

„ვიწყებთ შემთხვევის ადგილის დათვალიერებას. მე ვერაფერს გეტყვით, ვიდრე რაღაც ინფორმაცია არ მექნება”, – განაცხადა ზარანდიამ.

„ჯერჯერობით ვერ გეტყვით. საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. დაზუსტებული ინფორმაცია არ მაქვს. დავადგენთ [როგორ გაიქცნენ პატიმრები], გამოძიება ამისთვის არის. ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება ყველა პასუხისგებაში მიეცემა”, – განაცხადა ზაზა ზარანდიამ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img