ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა რეზერვმა საპროცენტო განაკვეთი 5.25%-იდან 5.5%-მდე გაზარდა. ამ ქმედების მიზანი ქვეყანაში ინფლაციის შემცირებას ემსახურება.
BBC წერს, რომ განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილებას ხელი შეუწყო აშშ-ის ეკონომიკის მოსალოდნელზე მეტად ზრდამ. გამოცემა წერს, რომ ივლისიდან სექტემბრამდე ქვეყნის ეკონომიკა 4.9%-ით გაიზარდა.
შეგახსენებთ, აშშ-ში სექტემბრის წლიურმა ინფლაციამ 3.7% შეადგინა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ივნისის 9.1%-თან შედარებით შემცირებულია, თუმცა სამიზნე 2%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალია.
სექტემბრის მონაცემებით, აშშ-ში 1 თვეში 336,000 სამუშაო ადგილი შეიქმნა, რამაც უმუშევრობის დონე 3.8%-მდე შეამცირა.