“ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას მოწოდებას მიესალმება და ამბობს, რომ რაც ნაკლები „ნაცი“ იქნება პარლამენტში, მით უკეთესი იქნება ეს ქართული პოლიტიკისთვის.
„თავდაპირველად, ამ შემთხვევაში, ნიკა მელიას ამ მოწოდებას მივესალმები. თუ რადიკალური ოპოზიცია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ პარლამენტს დატოვებს, ეს პოლიტიკური პროცესების სწორი მიმართულებით განვითარებისთვის უკეთესი იქნება. ასევე, შემდეგ პარლამენტში, როდესაც „ნაცმოძრაობა“კიდევ წააგებს არჩევნებს, კარგი იქნება თუ ისინი პარლამენტში არ შემოვლენ. ჩვენ მათ არ შემოსვლას პარლამენტში ყველანაირად წავახალისებთ. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენთან კონსოლიდირებული პოლიტიკური დემოკრატიული სისტემა ჩამოყალიბდეს. ამიტომ, ამ შემთხვევაში, აბსოლუტურად მივესალმები ნიკა მელიას მოწოდებას. ყველანაირი ფორმით შეგვიძლია მათი პარლამენტში არ შემოსვლა წავახალისოთ – ჩვენ ასეთი სლოგანი გვქონდა 2017 წელს – რაც ნაკლები „ნაცი“, მით უკეთესი ანუ, რაც ნაკლები „ნაცი“ იქნება პარლამენტში, მით უკეთესი ქართული პოლიტიკისთვის და ქართული დემოკრატიისთვის. რაც შეეხება, სხვა კუთხით რომ შევხედოთ ამ განცხადებას. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს შიდა დაპირისპირებაზე, კინკლაობაზე, რომელიც „ნაცმოძრაობაშია“ და რასაც ასევე მივესალმები, ისევე, როგორც ნიკა მელიას მოწოდებას. ბუნებრივია, იყენებენ. უფრო მეტიც, უნდოდათ ვიცე-სპიკერიც კი აგვერჩია მათი კვოტით, იმისათვის, რომ კიდევ ერთი მანქანა მიეღოთ, კიდევ ერთი კაბინეტი, კიდევ ერთი შესაძლებლობა შეჰქმნოდათ იმისათვის, რომ ლობირება განეხორციელებინათ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ისინი იყენებენ, უპირველესად, მატერიალურ პრივილეგიებს, რომლებიც დაკავშირებულია საპარლამენტო მუშაობასთან. იღებენ ხელფასს ამისათვის მანქანები და ა.შ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის სასიკეთოდ არაფერს აკეთებენ, ეს მატერიალური პრივილეგიები მათ აბსოლუტურად დაუმსახურებლად აქვთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.