“ავერსის” კლინიკიდან გაქცეული პატიმრების, რომელთა დაკავების შესახებაც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რუსთავი 2- ის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული ნიკა თოიძეა, რომელიც სასჯელს 2 წლის წინ მომხდარი დაჭრის საქმეზე იხდის.
სამართალდამცველებმა ასევე დააკავეს საბადრაგო ჯგუფის წევრიც, რომელმაც პატიმრები “ავერსის” კლინიკაში გადაიყვანა. საქმის შესახებ სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ინფორმაციით, “ავერსის” კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია.