მისი თქმით, სხდომაზე ისაუბრეს მიმდინარე საკითხებზე, რაც საეკლესიო თემებს ეხება, მათ შორის იყო ლიტურგიკული საკითხებიც.
“მიმოხილული იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი ტაძრების მდგომარეობა, იმ ეპარქიების მდგომარეობა, სადაც ოკუპაციის ხაზი გადის, მიმოხილული იყო ეპარქიები, რომლებიც მაღალმთიან რეგიონში არის განთავსებული, ასევე ზოგადად იყო პოლიტიკური და საომარი ვითარებები განხილული, რაც ჩვენი რეგიონის ახლომახლო და სამეზობლო ხდება. ეს საკითხები იყო ძირითადად”, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.