თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ტექნიკური პერსონალი გაიფიცა. ინფორმაციას “გილდია” ავრცელებს, რომელიც დამოუკიდებელ პროფკავშირებს წარმოადგენს კულტურისა და მედიის სფეროში.
“21 დღიანი მედიაციის შემდეგ, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ტექნიკური პერსონალი გაიფიცა, ისინი ხელფასის მომატებას ითხოვენ!” – წერს გილდია.