ერდოღანი – ნეთანიაჰუ აღარ არის ის ადამიანი, ვისთანაც საუბარი შეგვიძლია, მას ხაზი გადავუსვით

Published:

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ისრაელს კვლავ აკრიტიკებს. მისი თქმით, ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ “აღარ არის ის ადამიანი, ვისთანაც საუბარი შესაძლებელია”.

“ნეთანიაჰუ აღარ არის ის ადამიანი, ვისთანაც საუბარი შეგვიძლია. ჩვენ მას ხაზი გადავუსვით”, – ამბობს ერდოღანი.

ერდოღანის მტკიცებით, ისრაელი ღაზაში “კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს სჩადის”. მანამდე, თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელს “ომის დამნაშავე” უწოდა.

ამასთან, ერდოღანი ამბობს, რომ თურქეთი მზადაა, “დაიცვას ახლო აღმოსავლეთი დასავლური ქვეყნებისგან, რომლებიც ქრისტიანობასა და ისლამს შორის ომის გაღვივებას ცდილობენ”.

 

 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img